Copyright 2015 atenurii.ge
ტანას ხეობა
ტანას ხეობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპზე, იმის გამო, რომ ამ ხეობით იყო შესაძლებელი ქვეყნის ცენტრალური რეგიონის - ქართლის დაკავშირება უმნიშვნელოვანეს მხარეებთან - თრიალეთთან და თორთან, ჯავახეთთან, ტაო-კლარჯეთთან და აქედან ბიზანტიასთან, ირანთან, სომხეთთან...
ამ მნიშვნელობისა გამო აქ განიზრახა ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ მესამემ ქალაქის დაარსება, აქცია ატენი სახელმწიფო პროექტად და დააფინანსა გზების, ფუნდუკების, სარწყავი სისტემებისა და სხვა აღმშენებლობის ასპარეზად.
მეფე დავით აღმაშენებლოს დროს აქ მდებარეობდა სახელმწიფო ხაზინა.
მნიშვნელოვანი იყო იგი გვიანა შუა საუკუნეებშიც იმერეთის მეფე საოლომონ პირველისა თუ შემდგომ დროს.
თუმცა ატენის ხეობამ თავისი მოხერხებული მდებარეობისა გამო მნიშვნელობა ადრევე შეიძინა, აქაა შემონახული პირველი საუკუნის სარწყავი მილები, ადრეშუასაუკუნეების ეკლესიები, მათ შორის მთავარი-ატენის სიონი - გამორჩეულია ქართულ კულტურისათვის - შესანიშნავი ლანდშაფტური არქიტექტურით, ფრესკებით, უნიკალური წარწერებით (აქაა შემონახული პირველი ქართული ლექსი მე-9 საუკუნისა და სხვა).
ამიტომაცაა, რომ ტანას ხეობა იხსენიება მე-5 საუკუნის სირიულ წყაროში - დასტური ამ ხეობის საერთაშორისო მნიშვნელობისა.
ტანას ხეობის ნივთიერი კულტურის ძეგლთაგან მრავალი მათგანი ამშვენებს საქართველოს მთავარ მუზეუმებს - ჯანაშიასა თუ ამირანაშვილის სახელობის სიძველეთსაცავების ექსპოზიციას. მაგ. მურვან თარხუნის ძის წარწერა, ბოშურის კანკელი და სხვა.
ატენის ხეობის ძეგლები დღესაც დიდ ხიბლს და მნიშვნელობას სძენს ხეობის უმშვენიერეს ლანდშაფტს. არსებითია აქ ტრადიციული ურბანული განაშენიანების - მთის ფერდებზე შეფენილი სოფლების ურბანული ქსოვილი და ტრადიციული საშენი მასალა; ხეობა მნიშვნელოვანია როგორც ცოცხალი არეალი ტრადიციული „არმატერიალური კულტურული მემკვიდრეობის“ წეს-ჩვეულებებისა, ლოკალური თავისებურებებით - ღვინის დაყენების წესით თუ სხვა ეთნოგრაფიული თავისებურებებით.